ახალი ამბები
ინტურისტთან ახალგაზრდები დააკავეს
გვიან ღამით სასტუმრო ,,ინტურისთან" სამი ახალგაზრდა დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები შემთხვევის ადგილზე ჩხუბის დაწყებიდან 5 წუთში გამოცხადდნენ.

112-ზე შეტყობინება, სავარაუდოდ, კაზინოს დაცვის პოლიციის წევრებისგან შევიდა. 

დაკავებულია სამი ახალგაზრდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სასმსახურის ცნობით, ახალგაზრდებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ.

ხმაური და ჩხუბი სტალინის ბაღში დაიწყო, შემდეგ კი, სასტუმრო ,,ინტურისტის" გვერდით გაგრძელდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები