ახალი ამბები
მეტეხში ნუგზარ მამულაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, ნუგზარ მამულაშვილის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ტურნირი გაიმართა.

ასპარეზობა იოსებ მაღალაშვილის სახელობის ღია საჭიდაო არენაზე საქართველოში ცნობილი მწვრთნელის, ამავე, სოფლის მკვიდრის ოლეგ იაძის ინიციატივით მოეწყო.

საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ კი, ნუგზარ მამულაშვილს ფედერაციის სახელით საჩუქრად ჩოხა წარწერით - „ნუგზარ მამულაშვილი“ გადასცა.

ტურნირს  ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ფალავნები, მსოფლიო ჩემპიონები ჭიდაობა სამბოში და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სპორტსმენები ესწრებოდნენ. 

ტურნირში სამი ფულადი პრიზი გათამაშდა.

ტურნირს მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში ჯამბოლატ ქამხაძე მსაჯობდა, რომელიც ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები