ახალი ამბები
დემოკრატიის სკოლაში წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს
,,გორის დემოკრატიის სკოლაში" შეკრებილმა სამოქალაქო თუ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში შესაძლო პრობლემების შესახებ იმსჯელეს.

ამ შეხვედრას ორგანიზება ,,ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" ოფისის წარმომადგენლებმა  გაუწიეს.

გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაზა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებზე  ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

,,ყველას თავისი როლი აქვს" - ამბობს ზაზა ჭიპაშვილი. ის თვლის, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანი ან თუნდაც ორგანიზაცია ვერ შეძლებს არჩევნების დემოკრატიულ და თავისუფლად ჩატარების უზრუნველყოფას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები