ახალი ამბები
ხაშურში ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ილუსტრირებული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ხაშურში მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ ილუსტრირებული ვაჟა-ფშაველას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, გამოფენა ხაშურის ბიბლიოთეკაში მოეწყო.

ვაჟა-ფშაველას წიგნის პრეზენტაციას მისი შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრის ბოლოს, გამომცემლობა „წიგნიერის“ მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები