ახალი ამბები
სოფელ მიწობში გარემოს ზედამხედველებმა ვილისის მძღოლი დააჯარიმეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში ვილისის მძღოლი დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ხე-ტყვის უკანონო ტრანსპორტირება იმაში გამოიხატა, რომ სამართალდამრღვევს ხაშურის რაიონის სოფელ მიწობში ყოველგვარი დოკუმენტაცის გარეშე  რცხილის და წიფლის სახეობის საშეშე მერქანი გადაჰქონდა.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმი შეადგინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები