ახალი ამბები
პატრულის ეკიპაჟის მანქანას დაეჯახნენ
გორის პატრულის ეკიპაჟის მანქანას დაეჯახნენ. 

ამის გამო საპატრულო ეკიპაჟის მანქანა პროფილაქტიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით ავარია ორი კვირის წინ მოხდა, სადაც პატრულის ბრალეულობა არ იკვეთება.

,, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაფორმდა მოქალაქის წინააღმდეგ. პატრულის ბრალეულობა არ იკვეთება". აცხადებს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები