ახალი ამბები
სტალინის ბაღში კონცერტი გაიმართება
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში დღეს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, გორში კონცერტი გაიმართება.

როგორც ,, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქალაქ გორში, 19:00 საათზე, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში მსმენელის წინაშე თორნიკე ყიფიანი და ჯგუფი „ვაკის პარკი“ წარდგებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, Check in Georgia აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებასდა 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

,, ამ პროექტის მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა, ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა , დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. Check in Georgia საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ იზრდება ქვეყნის, ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი” - ნათქვამია ინფორმაციაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები