ახალი ამბები
,,დილას" მომავალი თაობა მინსკიდან გამარჯვებული დაბრუნდა
,,დილას“ იუნიორთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა.

ნაკრების ფეხბურთელებს გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მიულოცა.

,,მე ამაყი ვარ, რომ დღეს საქართველოს მასშტაბით ჩვენს მუნიციპალურ სპორტულ სკოლებში საქართველოს სპორტსმენთა ყველაზე წარმატებული თაობა იზრდება, რომელთა გამარჯვებებმა გორს სპორტული ქალაქის სახელი მოუტანა.“ - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა პატარა ფეხბურთელებთან შეხვედრისას.

მინსკის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ვაჟებს შორის ,,დილას“ იუნიორებმა წაგების გარეშე ჩაატარეს და პირველი ადგილი მინსკის ნაკრებთან მოიპოვეს.

გორელებივე გახდნენ საუკეთესო ბომბარდირის, საუკეთესო მცველისა და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებულები.

,,დილას“ იუნიორთა ნაკრები გუნდი გორის საფეხბურთო კლუბ ,,დილას“ ბაზაზე ვარჯიშობს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

XX
Print

სტატიის გამოყენების პირობები