ახალი ამბები
პროდუქტებით სავსე ტრაილერი ავტოსადგომზე დაიწვა
თბილისი-ლესელიძის მთავარი ავტომაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე სატვირთო ტრაილერი დაიწვა.

დამწვარი ტრაილერის ფოტომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი ავტოსადგომზე გაჩერებულ მდგომარეობისას წაეკიდა.

იქვე მდებარე ,,მოტელისა" და ,,ბენზინგასამართი" სადგურის თანამშრომლების განცხადებით, ხანძარი 26 ივნისს გაჩნდა.

მათი თქმით, ტრაილერი, ძირითადად, პროდუქტებით იყო დატვირთული.

ამჟამად, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და გამოძიებას იმერეთის სამხარეო სამმართველოს გამომძიებლები აწარმოებენ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები