ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილს ,,ენმ"-ის შიდა ქართლის ლიდერები შეხვდნენ
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრები შეხვდნენ.

 

ამის ამსახველ ფოტომასალას ადგილობრივი ორგანიზაციის პრეს-სამსახურის ავრცელებს.

ფოტომასალის მიხედვით, ოდესის გუბერნატორს შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი და რაიონული ორგანიზაციების ლიდერები: ხაშურიდან როინ მახარობლიძე, ქარელიდან ილია ბურჯანაძე, კასპიდან ნუგზარ ნონიაშვილი და გორიდან ალექსანდრე გოგლიძე შეხვდნენ.

როინ მახარობლიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ილია ბურჯანაძე - ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ნუგზარ ნონიაშვილი - კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე, ხოლო ალექსანდრე გოგლიძე სპეციალური ოპერატიურლი დეპარტამენტის შიდა ქართლის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია.

ოდესაში მიხეილ სააკაშვილის და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრა 25-26 ივნისს გაიმართა და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს. 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები