ახალი ამბები
სოფელ ბრეძაში ახალი ჭაბურღილი გაკეთდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში ახალი ჭაბურღილი გაკეთდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, ჭაბურღილთან ერთად შიდა გამანაწილებელი ქსელი მოეწყო.

გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა  წყალმომარაგების სისტემის ქსელი მოინახულა და შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილი დარჩა.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 311 468 ლარია.

ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოები  შპს „მშენებელმა“ შეასრულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები