ახალი ამბები
სატივეში სურამულას კალაპოტი იწმინდება
სოფელ პატარა სატივეში მდინარე სურამულას კალაპოტი იწმინდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოები ,,მდინარეების კალაპოტების წმენდის პროექტის ფარგლებში" ხორციელდება.

,,უხვი ნალექის დროს, მდინარის კალაპოტიდან წყალი გადმოდიოდა, იტბორებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და საკარმიდამო ნაკვეთები. სურამულას კალაპოტის გაწმენდა კი დატბორვის საფრთხის რისკებს შეამცირებს." - აღნიშნავენ გამგეობაში.

სამუშაოებს, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, შპს „ალიანსი+2007“ ახორციელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები