ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთის საზღვართან ორი ახალგაზრდა დააკავეს
ჩრდილოეთ ოსეთში საქართველო-რუსეთის საზღვარზე ორი პირი დააკავეს.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ცნობით, ისინი სირიაში ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად საქართველოს გავლით მიდიოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,სპუტნიკი" ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, დაკავებულები 1994 და 1997 წლებში დაბადებული ახალგაზრდები არიან.

ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების მტკიცებით, ახალგაზრდები ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.

,,დაკითხვისას განაცხადეს, რომ მთების გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შევიდოდნენ და შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდოდნენ. საგზლად შოკოლადები, მინერალური წყალი და ფული ჰქონდათ. ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანება, ნახევარი წლის წინ, ერთ-ერთ მათგანს ახლობელმა ურჩია" - იუწყება ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების სამსახური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები