ახალი ამბები
სუხიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები სომხეთში მიიწვიეს
სუხიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები სომხეთში საერთაშორისო სასწავლო ფორუმზე მიიწვიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთოების სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ტრენინგში მონაწილეობას 40-მდე ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს.

,,ჩვენი უნივერსიტეტიდან ტრენინგზე ორი სტუდენტი იღებს მონაწილეობას" - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

სტუდენტების შეხვედრის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მომავლის ხიდები"

სუხიშვილის უნივერსტიტეტი გორში 1995 წელს დაარსდა.

ადმინისტრაციის ცნობით, უმაღლეს სასწავლებელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ბარსელონას (ესპანეთი), ოქსფორდის და ლონდონის (ინგლისი), ვარშავის (პოლონეთი), კიევის, პოლტავისა და ხარკოვის (უკრაინა), ტეხასის (ა.შ.შ), პრაღის (ჩეხეთი), ბაქოს (აზერბაიჯანი), ერევნის (სომხეთი), კიშინოვის (მოლდავეთი), სიბიუს (რუმინეთი) უნივერსიტეტებთან.

უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამები აქვს ტეხასის უნივერსიტეტის ერევნის ფილიალთან, სტამბულის მალტეპეს უნივერსიტეტთან, აზერბაიჯანის კოოპერატიულ უნივერსიტეტთან, პოლტავის კოოპერატივისა და ვაჭრობის უნივერსიტეტთან, კიშინოვის ევროპული პოლიტიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები