ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში გაზგაყვანილობის სამუშაოები სრულდება
კასპის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში გაზგაყვანილობის სამუშაოები სრულდება.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიაწოდეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით,  ამჟამად, მეტეხის, ახალქალაქის, ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრალური მკვებავი მაგისტრალის მონტაჟი მიმდინარეობს.

სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაუკვეთა, რომელსაც კომპანია ,,ენერჯი ინვესტი" ახორციელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები