ახალი ამბები
,,ენმ"-მ კასპში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ კასპში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ნუგზარ ნონიაშვილი 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი კასპიდან იტყობინება, ნონიაშვილის წარსადგენად ,,ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური პროგრამის ავტორი რომან გოცირიძეც ჩავიდა.

დავით ბაქრაძის თქმით, ნოემბრიდან პენსიის ზრდას, გადასახადების შემცირებას, სამუშაო ადგილების გაზრდას ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში გეგმავს.

ნუგზარ ნონიაშვილმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრა, რომ მმართველმა გუნდმა 4 წელი ვერ გამოიყენა და, შესაბამისად, ისინი აღარ უნდა აირჩიონ.

ნიკა მელიას თქმით, კასპელები ,,ქართულ ოცნებას" იმიტომ არ დაუჭერენ მხარს, რომ ,,ტატამია ტატამი" აღარ ფიგურირებდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები