ახალი ამბები
კასპის ორ სოფელში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ხვითსა და ბოჟამში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით სრულდება.

ორივე სოფელში 200 გრძივი მეტრის სიღრმეზე მოეწყობა ჭაბურღილი, დამონტაჟდება ორმოცდაათ ტონიანი რეზერვუარი და აშენდება საქლორატორო.

აღნიშნულ სამუშაოებზე 600 000 - მდე ლარი დაიხარჯება - აღნიშნა მშენებელმა, შ.პ.ს. "მშენებელი"-ს დირექტორმა ირაკლი დონგუზაშვილმა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 3 მილონ ლარზე მეტი გამოყო, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება და 10 სოფლის 11 000-ზე მეტ ადამიანს არსებულ პრობლემას მოუგვარებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები