ახალი ამბები
,,ქართლოსსა" და მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საზოგადოებრივი კავშირის მეგობრობის ხიდ „ქართლოსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ქართლოსის" წარმომადგენლებმა აცნობეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის მეგი ბიბილურის თქმით, მხარეების თანამშრომლობის მიზანს ევროინტეგრაციის, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზის ლიბერალიზაციის თემატიკის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ რეგიონალური წარმომადგენელი.

„თანამშრომლობა ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას უწყობს ხელს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეთანხმების მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორამცია ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეების შესახებ რომლებსაც ევროინტეგრაციის შედეგად მიიღებს.“ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიიპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები