ახალი ამბები
ფრენბურთის ჩემპიონატში ტირძნისის გუნდმა გაიმარჯვა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის ფრენბურთის ჩემპიონატში სოფელ ტირძნისის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს ტირძნისისა და დიცის გუნდები დაუპირისპირდნენ. დიცის გუნდმა მეორე, ტინისხიდის გუნდმა კი მესამე ადგილები მოიპოვეს.

გამარჯვებულ გუნდებს ფულადი ჯილდოები, თასები, მედლები და სპორტული ინვენტარი გადაეცათ.

ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა არსენ აზალაძემ დააჯილდოვა.

ფრენბურთის ჩემპიონატი ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და დაფინანსებით უკვე მეორედ ჩატარდა. ჩემპიონატი ორი დღე გრძელდებოდა და მასში 9 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

„ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ტარდება ჩემპიონატები სხვადასხვა სახეობებში და ჩვენი მხრიდან ამ ახალგაზრდების წახალისება დიდი სტიმულის მიმცემია. ბოლო პერიოდში სოფლად მცხოვრები ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო სპორტულ ცხოვრებაში და გამგეობა მათ ყოველთვის ხელს შეუწყობს“ - გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები