ახალი ამბები
სტუდენტებმა ნიკა ციცაგის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს
გორის უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

თანხა გორელი ახალგაზრდის ნიკა ციცაგის მკურნალობისთვის შეგროვდა.

აქციის ერთერთი ორგანიზატორის ანა კლდიაშვილის თქმით, ინიციატივა სტუდენტებისგან წამოვიდა.

გორში მცხოვრებ 25 წლის ნიკა ციცაგს ნიკოლოზ ციცაგს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს და ჯოენის კლინიკაში ოპერაცია უკვე 6-ჯერ გაუკეთეს.

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე საზღვარგარეთ გულის გადანერგვა ურჩიეს.

თავდაპირველად, ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ოჯახს ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მან საქმის კურსში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩააყენა.

ნიკა ციცაგის დის, თამთა ციცაგის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს გერმანიის სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელებთან უკვე აწარმოებს.

,,ვიდრე ეს საკითხები გადაწყდება, მანამდე, ჩვენ ვეცადეთ, რომ მკურნალობის თანხით ოჯახისთვის გარკვეული შეღავათი გაგვეწია" - გვითხრა აქციის ორგანიზატორმა ანა კლდიაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები