ახალი ამბები
უშანგი დიდბერუაშვილი - გორის ფოტომემატიანე
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იწყებს რუბრიკას ფოტო-მატიანე.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ფოტოგრაფმა უშანგი დიდბერუაშვილმა გორის უბნების ამსახველი ფოტოები გადაიღო.

ამ ფოტოებს, ამჟამად, ოჯახის წევრები ინახავენ.

უშანგი დიდბერუაშვილი 1935 წელს დაიბადა და გარდაიცვალა 2000 წელს.

პირველი აპარატი დედამ მეხუთე კლასში სწავლისას უყიდა. მას, ძირითადად, დედა ზრდიდა.

,,სულ აპარატი ეჭირა ხელში. სადაც მიდიოდა, ფოტოებს იღებდა. დედა იძულებული გახდა ეს ფოტოაპარატი დაემტვრია. მიუხედავად ამისა, ობექტივი გადარჩა და მაინც ახერხებდა ფოტოების გადაღებას. ახალი, უფრო უკეთესი აპარატი ისევ დედამ უყიდა" - იხსენებს უშანგი დიდბერუაშვილის შვილი ნინო დიდბერუაშვილი.

პროფესიით პედაგოგი მეხუთე საჯარო სკოლაში ისტორიას და შრომას ასწავლიდა. მოგვიანებით 1999 წლამდე გორის მესამე საჯარო სკოლაში აგრძელებდა მუშაობას.

გარკვეული წლების განმავლობაში გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ფოტოხელოვნების წრე ებარა.

,,დედაჩემმა და მამაჩემმა ერთმანეთი, სწორედ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიცნეს" - გვითხრა ნინომ.

უშანგი დიდბერუაშვილის მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა 2015 წელს სტალინის მუზეუმში მოეწყო. 











Print

სტატიის გამოყენების პირობები