ახალი ამბები
სტიქია კავთისხევში (PHOTO)
კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში ნალექმა და ძლიერმა ქარმა რამდენიმე ოჯახი დააზარალა.

სტიქია შუაღამეს მოხდა.

დაზარალებული გურამ შაყულაშვილი აღნიშნავს, რომ მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, რასაც სეტყვა და დიდი ქარი მოყვა.

ამის გამო, მისი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა.

სტიქიის შედეგად, ამავე სოფელში ქარმა სახურავი გადახადა ნანა აფციაურის, ნათელა კავთიაშვილის, თამაზ მოდრეკილაძის სახლებს.

სამივე ოჯახი სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიეკუთვნება. ასევე ქარმა მრავალწლიანი კაკლის ხე მოგლიჯა.

















 

Print

სტატიის გამოყენების პირობები