ახალი ამბები
პატრულისა და კრიმპოლის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ
შიდა ქართლში მომუშავე 25 უბნის-ინსპექტორს ოჯახური ძალადობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივ მექანიზმებს საპატრულო პოლიციისა და შს სამმართველოს თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გორის ოფისში ჩატარდა.

სწავლებას შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, თსუ-ს პროფესორი გია გოგიბერიძე და "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე უძღვებოდნენ.

ტრენინგის მიზანი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, სამართალდამცველების ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება იყო.

პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ძირითად მიზანს წარმოადგენს:

ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა; ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოებისა და სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების გზით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები