ახალი ამბები
რძის მწარმოებლებს მცირე საწარმოებს გადასცემენ
რძის მწარმოებელ ორგანიზაციებს სახელმწიფო დახმარებას სთავაზობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კოოპერატივებს, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები გადაეცემათ.

ეს საწარმოები ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით იქნება აღჭურვილი.

პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემათ.

კოოპერატივები, ასევე, ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით მიიღებენ.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge

სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები