ახალი ამბები
ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ქვათაცვენამ მოძრაობა შეაფერხა
ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე კვირას დილით ლოდები ჩამოცვივდა.

ამის გამო სამანქანო მიმოსვლა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის, შეფერხდა.

ქვათაცვენა მთავარ მაგისტრალზე კვირას დილის საათებში დაიწყო.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სმაშველო სამსახურის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები საღამოს 16 საათამდე გაგრძელდა.

ამავე უწყების ცნობით, ქვათაცვენას ადამიანებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.




Print

სტატიის გამოყენების პირობები