ახალი ამბები
კასპის მუზეუმში ჯაჭვის პერანგს და გორდას ხმალს რესტავრაცია ჩაუტარდა
კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხევსურულ ჯაჭვის პერანგს და გორდას ხმალს რესტავრაცია ჩაუტარდა.

ამის თაობაზე პრეზენტაცია დღეს რესტავრატორებთან ერთად მუზეუმის სააქტო დარბაზში პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე, ამავე მუზეუმში დაცული სხვადასხვა იარაღების გაწმენდითი სამუშაოებისა და საფუძვლიანი რესტავრაციის შესახებაც ისაუბრეს.

გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიური კოლექციების იარაღის ფონდის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

ისინი ამ საქმეში კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლების თხოვნით  ჩაებნენ.

კასპში დაცული უნიკალური ისტორიული მასალებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ფონდის კურატორმა მამუკა ქაფიანიძემ, ეროვნული მუზეუმის სპეციალისტმა გიორგი ლაღიძემ და ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდის მოწვეულმა სპეციალისტმა ამირან ბიჭაშვილმა ისაუბრეს.

აღნიშნულ ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გივი მელაძემ და კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა უმასპინძლეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები