ახალი ამბები
სასწრაფოდ: კრიმინალურმა პოლიციამ გორის ცენტრში არასრულწლოვანი ცემა
გორის ცენტრში მოზარდი ფეხის ტკივილით და დასისხლიანებული ხელით კრიმინალური პოლიციის პიკაპით პოლიციაში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ფაქტს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები შეესწრნენ.

დიდების მუზეუმიდან ინტურისტის მიმართულებით ნაცემი ახალგაზრდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მიყავდა.

მოზარდი კოჭლობდა და ყვიროდა, რომ ის პოლიციამ ცემა.

დაკავების პროცესს მოზარდის ახლობელი ქალბატონიც ესწრებოდა. ის პოლიციელებს დაჟინებით სთხოვდა, რომ ბიჭი საავადმყოფოში გადაეყვანათ.

თავდაპირველად, დაახლოებით 23 საათზე სტალინის სახლმუზეუმის პარკის ტერიტორიაზე პატრულის ეკიპაჟები გამოჩნდა.

პატრულის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ადგილზე ხმაურისა და შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ.

ეკიპაჟის წევრები, რომელსაც ოცმეთაური ილია ბაბუციძე ხელმძღვანელობდა, ხმაურის მიზეზსა და სავარაუდო ჩხუბის მონაწილეებს არკვევდნენ.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები