ახალი ამბები
ცხინვალის ავტოსადგურზე 1 მლნ რუბლი გაიტაცეს
ცხინვალის ავტობუსების სადგურზე ერთი მილიონი რუბლი გაიტაცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოლარეს დაესხა თავს და ჩანთა გასტაცა.

დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფულის გამტაცებელთაგან ერთი მათგანი დაკავებულია.

,,სავარაუდოდ, ჩანთაში მოლარეს თანამშრომელთა ხელფასები  ჰქონდა. მიმდინარეობს მუშაობა მეორე ეჭვმიტანილის დასაკავებლად, რომელიც ასევე ცხინვალის მკვიდრია" - აცხადებს ოსურ საინფორმაციო საშუალებებთან საუბარში დე-ფაქტო მთავრობის შს მინისტრი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები