ახალი ამბები
ქარელის საჯარო სკოლებს შორის შემოქმედებითი კონკურსი იწყება
დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის,  საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეჯიბრი იწყება.

ღონისძიებას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები უწევენ ორგანიზებას.

კულტურის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, კონკურსს სოფელ ზღუდერის სკოლის მოსწავლეები გახსნიან.

,,ზღუდრის საჯარო სკოლა წარმოგვიდგენს ილიას, როგორც მწერალს, პოეტს, პუბლიცისტს, საზოგადო მოღვაწეს. ამასთან, წარმოგვიდგენს 15-20 წუთიან თეატრალურ დადგმას ილიას შემოქმედებიდან. კონკურსს შეაფასებს ჟიური" - აცხადებენ კულტურის სამსახურში.

წარმოდგენები ქარელის კულტურის სახლში გაიმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები