ახალი ამბები
ტინისხიდთან მეთევზე სახლართი ბადით დააფიქსირეს
სოფელ ტინისხიდან მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ბადით თევზაობა.

ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოტოზე დააფიქსირეს.

შიდა ქართლის განყოფილების ინსპექტორებმა მოქალაქე დააჯარიმეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში აღნიშნული უწყების თანამშრომლებმა ანალოგიური სახის ფაქტი აპრილის თვეშიც გამოავლინეს.

2016 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვით, უკანონო ადგილას უკანონო საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 22 აპრილს მოაწერა ხელი.

დადგენილების მიხედვით, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.

სპორტულ-სამოყვარულო (ანკესით, მათ შორის რეკრეაციული) თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, კალმახის გარდა.

იხ. ამავე თემაზე:

გარემოს ზედამხედველობის თანამშრომლებს მეთევზეები გაექცნენ


Print

სტატიის გამოყენების პირობები