ახალი ამბები
ბოლო 50 დღეში გორს ოფიციალურად 1000 ტურისტი ეწვია
დღეს 7 ილისს გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ რიგით მე-3000-ე ტურისტი დაასაჩუქრა.

იგი ისრაელის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელმაც, მეუღლესთან ერთად, კონსულტაციისთვის ქალაქის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიმართა.

მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სიით მე-3000-ე ტურისტს, მერიის წარმომადგენლები დილიდან ელოდნენ.

მე-2000-ე ტურისტი კი, რუსეთიდან, მიმდინარე წელს 18 მაისს იმყოფებოდა. ანალოგიურად მასაც, მერის მრჩეველი დახვდა.

რაც შეეხება დღევანდელ ტურისტს, მას ქართული ღვინო, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკიანი ჭიქა და საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცა.

,,საქართველოში 10 დღით ჩამოვედით და ვაპირებთ მანქანით შემოვიაროთ თქვენი ქვეყანა. აქ მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი დაგვხვდა. დიდი მადლობა გორის მერიას, რომელიც ასეთი სტუმართმოყვარე აღმოჩნდა.“- აღნიშნა ებრაელმა ტურისტმა.

,,ყოველი მე-1000-ე ვიზიტორის დასაჩუქრება მერიის კეთილი ნებაა. ესაა მცდელობა, რომ გორში ჩამოსულ ვიზიტორს ტურისტული ობიექტების გარდა ადამიანური ურთიერთობებიდანაც სასიამოვნო შთაბეჭდილები გაჰყვეს. ეს ტურიზმის წახალისების ერთგვარი მცდელობაა.“ - ამბობს შალვა ტლაშაძე.

ქალაქის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. ცენტრში ვიზიტორების სიმრავლეზე სწორედ სტალინის სახლმუზეუმის დამთვარიელებელთა რაოდენობა მოქმედებს.

ტურისტების რაოდენობის მიხედვით, მუზეუმში შემსვლელთა შორის, ისრაელის მოქალაქეები ჭარბობენ.

იხ. ამავე თემაზე:

ტურისტების სტატისტიკა სტალინის მუზეუმში



Print

სტატიის გამოყენების პირობები