ახალი ამბები
ტურიზმის სტუდენტებმა პრაქტიკა ბანაკში გაიარეს
გორის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა პრაქტიკა ატენის ხეობაში გაიარეს.

ბანაკ ,,მეგზურში" ისინი ერთი კვირის განმავლობაში ისტრუქტორისა და გიდის პროფესიას ეუფლებოდნენ.

ატენის ხეობიდან დაბრუნებულ სტუდენტებს გორის სასწავლო უნივერსიტეტში მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა სერტიფიკატები გადასცეს.

,,მეგზურის" ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგები თემებზე:

„გიდის მუშაობის ფორმები და მეთოდები“, „ტურისტული უნარ-ჩვევები და უსაფრთხოების საკითხები“, „ტურიზმის ქარტია“, „საექსკურსიო ობიექტების ისტორიის მიმოხილვა“, „მარშრუტების დაგეგმვა“, პირველადი დახმარება“, „ტურიზმის ინდუსტრიის საკითხები გორის მუნიციპალიტეტში“.

გარდა ამისა, გამგებელმა, დავით ონიაშვილმა ახალგაზრდებთან გორის მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი სოსიაშვილს სურვილი აქვს, რომ ტურისტული პოტენციალის შესახებ კლიპი გადაიღონ და უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში გაავრცელონ.

კლიპს „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“ სხვა ქვეყნების 40-მდე დამეგობრებულ უნივერსიტეტს გააცნობს. მას უნივერსიტეტი და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთობლივად გადაიღებენ.

კლიპში ძირითად მესიჯებს თავის თანატოლებს ის სტუდენტები გაუზიარებენ, რომლებმაც სასწავლო კურსი ატენის ხეობაში არსებულ ბანაკში გაიარეს.

სასწავლო ბანაკი „მეგზური“ ატენში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა)იპ ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიხსნა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები