ახალი ამბები
სპორტული კომპლექსის მუშებს ხელფასებს არ უხდიან
კასპის სპორტული კომპლექსის მშენებლობის მუშებს ხელფასებს უგვიანებენ.

ამის გამო რეაბილიტაციის პროცესი თვენახევარი გაჩერდა.

დღეს, სამუშაოზე დაახლოებით 8 მუშა გამოცხადდა.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რამდენიმე მათგანი ახალი თანამშრომელია.

მუშები კომპანია ,,ბლოკ ჯორჯიამ" დაიქირავა.

მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა, სავარაუდოდ, იანვრამდე არ დასრულდება.

მუშების თქმით, რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო.

კასპის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ნატროშვილის ამბობს, რომ პრობლემები კომბანია ,,ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა შექმნეს.

,,მუნიციპალიტეტი ამ პროექტში თანადაფინანსებითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, არსებულ პრობლემებზე ჩვენი პასუხისმგებლობა მცირეა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხარვეზები პროექტმა გამოიწვია. სამუშაოთა მოცულობა გაიზარდა, რამაც თავის მხრივ დამატებითი ფულადი რესურსები მოითხოვა.“- გვითხრა ნოდარ ნატღოშვილმა.

კერძოდ, საჭირო გახდა დამატებითი დაფინანსების გამოძებნა.

ადგილზე ,,ბლოკ ჯორჯიას" წარმომადგენლები არ დაგვხვდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები