„რესპუბლიკური“ პარტია ხაშურის მაჟორიტარ კანდიდატად ირინა გელაშვილის
დასახელებას აპირებს.
ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ირინა გელაშვილი
ესაუბრა.
მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები თითქმის
დასრულებულია.
,,საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად წარდგენისთანავე შევუდგები" -
გვითხრა ირინა გელაშვილმა.
ის ამჟამად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგების
მიხედვით ხაშურის საკრებულოს წევრია.
2012 წელს ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მოსვლისას
ხაშურის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.
სტატიის გამოყენების პირობები