ახალი ამბები
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მშენებარე სპორტულ კომპლექსში მივიდა
ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ კასპში მშენებარე სპორტ–კომპლექსი დაათვალიერა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ახლდნენ.

,,მიმდინარეობს 600 კაცზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტ–კომპლექსის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება." - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

სპორტული ობიექტის პროექტი მასშტაბურია და მოიცავს როგორც 600 კაცზე გათვლილ საშეჯიბრო დარბაზს, ასევე სავარჯიშო და ფიტნეს ცენტრებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ძველი სასტუმროს რეაბილიტაცია, სადაც კასპში სპორტული შეჯიბრებებისთვის ჩამოსული ქართველი და უცხოელი სპორტსმენები განთავსდებიან.

სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია „მსოფლიო ბანკისა“ და „კასპის მუნიციპალიტეტის“ დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 469 049 ლარს შეადგენს. თანამედროვე სტანდარტების სპორტ–კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“ ასრულებს.


იხ. ამავე თემაზე:

სპორტული კომპლექსის მუშებს ხელფასებს არ უხდიან

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები