ახალი ამბები
არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის მიზნით მოსწავლეებმა ნაშრომები მოამზადეს
სკოლებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის მიზნით საზოგადოება ,,ბილიკის" წარმომადგენლებმა მოსწავლეებს შორის თემების კონკურსი ჩაატარა.

საუკეთესო ნაშრომების ავტორები არაფორმალური განათლების ექსპერტებს, ჟურნალისტებს, განათლების რესურსცენტრისა და პედაგოგთა სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლებს შეახვედრეს.

კონკურსი პროექტ ,,აირჩიე განათლებას" ფარგლებში მოეწყო, რომელიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

თემები თემები პროგრამა "მომავლის თოაბის" პარტნიორი სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეებმა ხატია სტეფანოვმა, ლაშა ჭეჭელაშვილმა, გიორგი შავდათუაშვილმა, გიგა ჯოლბორდმა, მარიამ ბუთხუზმა, მარიამ ანესაშვილმა და ანა ბუნტურმა  ურეკში წარადგინეს.

გამარჯვებული მარიამ ბუთხუზი, მარიამ ანესაშვილი, ხატია სტეფანოვი და ანა ბუნტური

საუკეთესო ნაშრომის მქონე მოსწავლეებს სასურველი წიგნების შესაძენად სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

მათი თემები ,,მოსწავლეების ჩართულობის მნიშვნელობას სამოქალაქო აქტივობაში", ,,არაფორმალური განათლების დეფიციტს სკოლებში" და ,,მოსწავლეთა თვითმართველობის როლს სკოლაში" წარმოადგენდა.

ვიდრე მოსწავლეები საკუთარ თემებს წარადგენდნენ, მანამდე განათლების რესურს-ცენტრის წარმომადგენელმა, გორის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა, ასევე, გორის მერის მრჩეველმა თავიანთი საქმიანობის ანგარიშები გააცნეს.

რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა კი, განათლების კუთხით მუშაობის თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრას ფასილიტაციას სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ხელმძღვანელი მაკა ბიბილაშვილი უწევდა.

,,აირჩიე მომავლის" პროექტის ფარგლებში გაიმართა ასევე სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები.

აქტივობებში მონაწილეობას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, გორის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ.

პროექტი ,,აირჩიე მომავალი" სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" USAID/PH International PH International (Project Harmony) ფარგლებში ხორციელდება.

არაფორმალური განათლების მიღების დროს პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ოჯახი, მეზობლები, ბაზარი, ბიბლიოთეკა, მასმედია, სამსახური, თამაშები და ა.შ.) უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.

პროექტი ,,აირჩიე განათლება" სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" USAID/PH International PH International თანადაფინანსებით განხორციელდა




Print

სტატიის გამოყენების პირობები