ახალი ამბები
ქარელში მუსლიმებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.

მილოცვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა გულიაშვილმა, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ, ივანე არდემანაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა პირადად გადასცეს,

აღნიშნულ დღესასწაულს მუსლიმები 30 დღიანი მარხვის შემდეგ აღნიშნავენ.

რამაზანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. ბაირამი სამ დღეს გაგრძელდება, რა დროსაც მორწმუნეები წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები