ახალი ამბები
მთის განვითარებისთვის საგრანტო პროგრამებს შიდა ქართლის მოსახლეობას აცნობენ
მთიან დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას 5 ათასიდან 15 ათასი ლარის ფარგლებში ბიზნესპროექტების დაფინანსებას სთავაზობენ.

ამის თაობაზე მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ.

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის პროგრამის ,,მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გამართა.

„მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ სააგენტოს წარმომადგენლის ირინე გიორგაძის თქმით, ახალი პროექტი მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

შეხვედრები შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწყობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები