ახალი ამბები
ანდრო ბარნოვი გორის რაიონში კენჭს დამოუკიდებლად იყრის
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვი საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრას დამოუკიდებლად აპირებს.

ამის შესახებ მან, გორის დემოკრატიულ სკოლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას, განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დამთავრდეს ხმის მიცემა კლანების სასარგებლოდ.

,,მე არ ვიცი, ვინ არის ჩემი კონკურენტი, მაგრამ მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს ლიდერს და არა კლანებს"- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

დემოკრატიული სკოლის კურსდამთავრებულებს ბარნოვმა საკუთარი პროგრამა გააცნო.

,,საქმე უნდა გაკეთდეს არა ზოგადი ლოზუნგებით, არამედ კონკრეტული პროექტებით. ჩვენ, სწორედ, კონკრეტული პროექტებით მივდივართ ხალხთან" - აღნიშნა ბარნოვმა.

გორის დემოკრატიული სკოლა პოლიტიკოსებთან შეხვედრებს უკვე სისტემატიურად აწყობს. წინა კვირას ,,ქართული ოცნების"; ,,თავისუფალი დემოკრატების" და სხვათა წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები