ახალი ამბები
ხაშურის მუსიკალური სკოლის ფასადს რემონტი სასამართლოს შემდეგ ჩაუტარდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი შ.პ.ს „რემონტალის“ წარმომადგენლობას სასამართლოში უჩივლებს.

საქმე ეხება მუსიკალური სკოლის უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, რომელიც  „რემონტალის“ მუშებმა 2015 წელს განახორციელეს.

სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ფასადი ჩამოიშალა.

ხოლო შეკეთების შემდეგ დაახლოებით ერთი თვის წინ ფასადი განმეორებით დაზიანდა.

ჩატარებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი სამი წლითაა განსაზღვრული.

სამუშაოებისთვის შ.პ.ს-მ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 287 ლარი მიიღო.

მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შ.პ.ს „რემონტალის“ დირექტორს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეახსენა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების შესრულებაზე, როგორც მუნიციპალიტეტიდან გვითხრეს, უარს ამბობს.

ამჟამად, ხაშურის მუნიციპალიტის იურისტი საჩივარს სასამართლოში წარსადგენად ამზადებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები