ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტი დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს დაეხმარა
სტიქიის შედეგად დაზარალებულ 51 ოჯახს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა 28 313 ლარით დაეხმარა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

2016 წლის გაზაფხულის მიწურულს ინტენსიური სეტყვის შედეგად ქარელის მუნიციპალიტეტში 22 სოფელი დაზარალდა.

გამგებლის მოადგილე გვეუბნება, რომ საერთო ჯამში დახმარება 17 სოფლის დაზარალებულმა მოსახლეობამ მიიღო.

„ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა მხოლოდ ინფრასტრუქტურის ზარალის კომპენსირებისთვის გამოიყო, რაც შეეხება სასოფლო სავარგულებს და ხილს აღნიშნულის კომპენსაცია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა აანაზღაუროს“ - ამბობს მერი არხოშაშვილი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები