ახალი ამბები
ხაშურში „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის” პრეზენტაცია გაიმართა
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის პროგრამის „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის” პრეზენტაცია გამართა.

სააგენტოს წარმომადგენლის ირინე გიორგიძის თქმით „მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ არის ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით.

პროექტი საშუალებას იძლევა მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი.

შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ესწრებოდა, სააგენტოს წარმომადგენელმა ყურადღება პროგრამის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე გაამახვილა და მოუწოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მონაწილეობა მიიღონ 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე www.qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები