ახალი ამბები
კასპში ახალი ხიდისა და რამდენიმე გზის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება
მდინარე ლეხურაძე მშენებარე ახალი ხიდისა და სამი ქუჩის რეაბილიტაცია კასპში აგისტოში დასრულდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

მან ობიქეტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ისინი პაატას, თავისუფლების, კოჯორის და გრიშაშვილის ქუჩებზე იმყოფებოდნენ.

პაატას ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ ასფალტირებული გზით აღნიშნული და მიმდებარე ქუჩის 2000-მდე მცხოვრები ისარგებლებს. ქუჩის სიგრძე 1000 გრძივ მეტრს შეადგენს, ხოლო მისი რეაბილიტაციისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 923 232 ლარია გამოყოფილი.

ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება: საფეხმავლოების, ბეტონის ბორდიურების, რკინა-ბეტონის დახურული კიუტების და ეზოში შესასვლელების მშენებლობა. საფეხმავლო ბილიკების გასწვრივ განთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები ე.წ. ჯიბეები.

თავისუფლების, კოჯორის და გრიშაშვილის ქუჩების 2260 გრძივი მეტრის რეაბილიტაციას შპს „საგზაო სამმართველო №1“ ასრულებს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 550 500 ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება "წყალსაქაჩთან" მდებარე ხიდს, მისი სიგრძე 36 გრძივ მეტრს შეადგენს და მისი რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 235 599 ლარი იხარჯება.

„მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, კასპის მუნიცილაპიტეტის ურბანული მხარე საგრძნობლად გაუმჯობესდება, რასაც პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობა იგრძნობს“, - აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები