ახალი ამბები
ქარელში ქართულ - აზერბაიჯანული მეგობრობის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა
ქარელის კულტურის სახლში ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

კონცერტი რამაზან-ბაირამის დღესასწაულს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს, შედგა მომღერალ ელვინ ქარუმოღლის კლიპის პრეზენტაცია.

საზოგადოებას ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა სფეროში წარმატებული აზერბაიჯანელების შემოქმედება გააცნეს.

ღონისძიებას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები