ახალი ამბები
ცხრამუხას წარმომადგენელს ბურჭულაძის პარტიასთან ერთად ბრძოლა სურს
ხაშურის საკრებულოს უპარტიო დეპუტატს პავლე ლაცაბიძეს საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობა სურს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უშუალოდ ლაცაბიძე ესაუბრა.

მისი სურვილია, რომ საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად, პაატა ბურჭულაძის პარტია ,,სახელმწიფო ხალხისთვის" თანამონაწილეობით იბძროლოს.

,,თუ ბურჭულაძის პარტიასთან შეთანხმება ვერ მოხდა, დამოუკიდებლად ვიბრძოლებ" - ამბობს პავლე ლაცაბიძე.

ის 2014 წლის არჩევნებზე სოფელ ცხრამუხაში საკრებულოს მაჟორიტარ წევრად აირჩიეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები