ახალი ამბები
ცხინვალში საგზაო ინსპექციის დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს
დე-ფაქტო მთავრობის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მილიციის თანამშრომლებს საგზაო ინსპექციის დაარსებიდან 80 წლის იუბილე მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

თიბილოვის განცხადებით, ავტოინსპექციის წარმომადგენლები მძიმე შრომას ასრულებენ, განსაკუთრებით, იმ ვითარებაში, როდესაც ავტომანქანების რაოდენობა გაზრდილია, ხოლო ავარიების შემთხვევები გახშირებულია.

საქართველოში და, შესაბამისად, ცხინვალში საგზაო პოლიცია, ე,წ ,,გაი" 1936 ჩამოყალიბდა.

2004 წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მის ნაცვლად პატრულის სისტემა შექმნა, ხოლო ცხინვალის მთავრობამ იგივე სახელწოდების უწყება დატოვა.

პრეზიდენტმა აღნიშნულ უწყებაში დასაქმებულ წარმატებულ თანამშრომლებს დიპლომები და საჩუქრები გადასცა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები