ახალი ამბები
ვარიანში ლიახვი მოულოდნელად ადიდდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მდინარე ლიახვზე სამი მამაკაცი ურმით გადადიოდა.

მოულოდნელად, ლიახვის დონემ მატება დაიწყო და მოქალაქეები ნაპირზე გადასვლას ვეღარ ახერხებდნენ.

სამი მამაკაცი წყლის დინებამ დაფარა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა ადიდებულ მდინარე ლიახვში ჩავარდნილი სამი მამაკაცი გადაარჩინეს. 

დახრჩობას კამეჩიც გადარჩა.

პრესსამსახურის ცნობით, სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა.

ანალოგიური შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა.

იხ. ამავე თემაზე:

ახალგაზრდებმა ტრაქტორით ლიახვის გადალახვა სცადეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები