ახალი ამბები
აკაციის ხის მოჭრის ფაქტზე შაქშაქეთში მოქალაქე დააჯარიმეს
ქარელის რაიონის სოფელ შაქშაქეთში მიკროავტობუსის მძღოლი დააჯარიმეს, რომელსაც აკაციის ხის ბოძები მიჰქონდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

,,სატრანსპორტო საშუალების ძარაზე განთავსებული იყო აკაციის სახეობის ხისგან დამზადებული 68 ცალი ბოძი. მძღოლს არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტი." - იუწყებიან ზედამხედველობის სამსახურში.

შედგა შესაბამისი აქტი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები