ახალი ამბები
ახალგორის რაიონთან მიმოსვლა ერთი დღით შეწყდება
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, სამშაბათს, 12 ივლისს, თბილისიდან ახალგორის რაიონში მიმოსვლა დროებით ჩაიკეტება.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები საბრძოლო წვრთნებს ჩაატარებს.

საუბარია მე-4 სამხედრო ბაზაზე, რომელიც წვრთნების განხორციელებას სამშაბათს გეგმავს.

მიმოსვლა ერთი დღით შეწყდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები