ახალი ამბები
თელიანში დევნილთა ორ ოჯახს მეურნეობის გაფართოება სურს
თელიანის დევნილთა დასახლებაში ორ ოჯახს მეურნეობის გაფართოება სურს.

ამის შესახებ ნიკო კეკელიშვილი და ლიზა ბერუაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრნენ.

ნიკო კეკელიშვილმა სათბური ოთხი წლის წინ  USAID-ის პროგრამის ფარგლებში გააკეთა.

ამერიკელი ხალხის და მთავრობის დახმარებით იძულებით გადაადგილებული ოჯახი მოწეულ მოსავალს  მეზობლებსაც უნაწილებს.

სათბურის კონსტრუქციას გამძლეობის ოთხწლიანი გარანტია აქვს. ამჟამად, ცელოფანი დაზიანებულია და რკინის კონსტრუქციებსაც შეკეთება ჭირდება.

ნიკო კეკელიშვილს  მეურნეობის გაფართოება დამატებით მიწის ნაკვეთზე აქვს დაგეგმილი.

„მინდა, რომ ვარდისფერი პომიდორი მოვიყვანო. რაოდენობა მეტი იქნება და, შესაბამისად, ოჯახში ყოველთვიური შემოსავალიც გაიზრდება“ - ამბობს კეკელიშვილი.

თელიანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ლიზა ბერუაშვილიც სასათბურე მეურნეობის გაფართოებას აპირებს და ამისთვის ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

„მრავალშვილიანი ოჯახში ხუთი შვილიშვილი მყავს. ადრე მთავრობის დახმარებით გავაკეთეთ სათბური. ცოტა დახმარება გვაქვს ამ სათბურის მეშვეობით. ზამთარში მწვანილს ვყიდით, ოჯახს ვინახავთ. ნაადრევად ჩითილი გამოგვყავს. ახლა გვინდა, რომ გავაფართოვოთ სათბური“.

Print

სტატიის გამოყენების პირობები